Loading data...
„ჰამასის“ განცხადებით, ჰასან ნასრალას მკვლელობა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიკვდილი ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს

„ოკუპაციის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მკვლელობები მხოლოდ გაზრდის პალესტინისა და ლიბანის წინააღმდეგობის სიმტკიცესა და გამბედაობას, წინ წავიდნენ მთელი ძალით, სიმამაცით და სიამაყით მოწამეების კვალდაკვალ, გააგრძელონ წინააღმდეგობის გზა გამარჯვებამდე და ოკუპაციის შეჩერებამდე“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, 27 სექტემბერს, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე ავიაიერიშის დროს დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.

„ჰეზბოლამ“ დაჯგუფების ლიდერის სიკვდილი დაადასტურა