Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.

„ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას“, - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ეს განცხადება მოჰყვა ბეირუთში ისრაელის მიერ ღამით განხორციელებულ იერიშს, რომლის სამიზნეს, ისრაელის მხარის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერი და დაჯგუფების სხვა მეთაურები წარმოადგენდნენ