Loading data...
„ჰამასი“ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ყველა პატიმრის გათავისუფლება ომის დასრულების მკაფიო განცხადების, ღაზას სექტორიდან სრული გასვლისა და ღაზას სექტორის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დაჯგუფება „ჰამასმა“ გაავრცელა.

„ჰამასი“ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაჯგუფებამ, ასევე, დაადასტურა, რომ მათ მიიღეს „ამერიკული მხარისგან გარკვეული შეთავაზებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას“.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ის „მუდმივ კონტაქტზეა შუამავლებთან, რათა ეს იდეები ყოვლისმომცველ შეთანხმებად გარდაქმნას, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ და აღნიშნა, რომ ეს ბოლო გაფრთხილება იყო.