Loading data...
დონალდ ტრამპი: დროა, „ჰამასმა“ ჩემი პირობები მიიღოს - ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ.

ამერიკის ლიდერი აცხადებს, რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა.

„ყველას სურს მძევლების სახლში დაბრუნება. ყველას სურს ამ ომის დასრულება. ისრაელი დათანხმდა ჩემს პირობებს. ახლა დროა, „ჰამასი“ დათანხმდეს. მე გავაფრთხილე „ჰამასი“ შედეგებზე, თუ არ დათანხმდებიან. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეტი აღარ იქნება“, - წერს ტრამპი.