1748709724
უცხოეთი
„ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკულ წინადადებას დათანხმდა

„ჰამასი“ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა, თუმცა გარკვეული ცვლილებების შეტანას ცდილობს. ინფორმაციას „ჰამასი“ ავრცელებს.
ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, თუ რა შესწორებებს ითხოვს ჯგუფი.
როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეთავაზებული წინადადება ითვალისწინებს, ისრაელისთვის 10 ცოცხალი მძევლის და 18 გარდაცვლილი მძევლის ცხედრის გადაცემას. სანაცვლოდ კი ისრაელი რამდენიმე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.