„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერი წინადადების მისაღებად, რომელიც ომს დაასრულებს

„ჰამასი“ ადასტურებს მზადყოფნას ნებისმიერი იდეისა თუ წინადადების მიმართ, რომელიც მესამე მხარის შუამავლობით სერიოზული მოლაპარაკებების გზით სამუდამო ცეცხლის შეწყვეტას, საოკუპაციო ძალების სრულ გაყვანას ღაზას სექტორიდან, დახმარების უპირობო შეტანას და ტყვეების რეალურ გაცვლას ისახავს მიზნად“.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფმა დელეგაცია გაგზავნა კაიროში მოლაპარაკებებისთვის, რაც, როგორც ჩანს, მოლაპარაკებების დასაწყებად გაძლიერებულ ძალისხმევას გულისხმობს. ბოლო დღეებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებთან.
ისრაელში გავრცელებული ცნობებით, შუამავლებს სურთ ისრაელს წარუდგინონ წინადადება, რომელიც ომს სრულად დაასრულებს.