Loading data...
ჰაკერებმა იტალიის პრემიერ-მინისტრის ელექტრონული ფოსტა გატეხეს

ჰაკერებმა იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ელექტრონული ფოსტა გატეხეს. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

მელონისთვის საბედნიეროდ, საუბარია ექაუნთზე, რომელსაც ის სამთავრობო მიმოწერისთვის არ იყენებს.

პრემიერ-მინისტრის ოფისის IT სპეციალისტები ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯორჯია მელონის ელფოსტის დასაცავად ყველა აუცილებელი ზომაა მიღებული.

დაახლოებით ერთი თვის წინ ჰაკერული შეტევის სამიზნე პარტია, „გერმანიის ალტერნატივა“ გახდა. მისი ელექტრონული ფოსტის ექაუნთიდან კიბერშეტევის შედეგად ნახევარი მილიონი წერილი მოიპარეს.