1795340330
უცხოეთი
ჰაკან ფიდანი: ისრაელმა, შესაძლოა, სირიაში დრუზების მხარდაჭერა სამხედრო ოპერაციის დასაწყებად გამოიყენოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის განცხადებით, ისრაელმა, შესაძლოა, დრუზების მხარდაჭერა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების საბაბად გამოიყენოს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსგავსმა თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონში უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს.
თურქულ მედიასთან ინტერვიუში ფიდანმა განაცხადა, რომ ისრაელი სირიაში მცხოვრებ დრუზულ ტომს მუდმივად აწვდის სამხედრო აღჭურვილობას და სხვა სახის მხარდაჭერას.
მისი თქმით, ისრაელმა, შესაძლოა, ამ მხარდაჭერის გამოყენებით სირიის არმიის პროვოცირება და შემდგომი თავდასხმა სცადოს.
როგორც ის აღნიშნავს, თურქეთმა მსგავსი სცენარის შესაძლებლობა ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთანაც განიხილა.