Loading data...
ჰაიტიში ქარიშხალ „მელისასგან“ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ჰაიტიში ქარიშხალ „მელისასგან“ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა სტივენ არისტილმა Associated Press განუცხადა

მისი თქმით, 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ოფიციალური პირების განმარტებით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში ძლიერი წვიმა გრძელდება.