1787594303
უცხოეთი
ჰაიტიში ბანდების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა
„ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან ახლოს, კენსკოფის უბანში ბანდების თავდასხმის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეიარაღებულმა პირებმა დასახლება დაარბიეს, საცხოვრებელი სახლები დაწვეს და ადგილობრივი მოსახლეობა მოკლეს.
კენსკოფის მერის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.
ცნობისთვის, ბანდები ჰაიტის დედაქალაქის ტერიტორიის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებენ. კენსკოფში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანდების მიერ არაერთი თავდასხმა განხორციელდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ქალაქში ხშირია მასობრივი მკვლელობების, გაუპატიურებისა და გატაცებების შემთხვევები. მათი თქმით, ძალადობის გამო კენსკოფი ათასობით ადამიანმა დატოვა.