გუტერეში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტზე: სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა.
როგორც გაეროს გენერალური მდივანი წერს, ომი უნდა დასრულდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.
„ყველა უკანონო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ დიდ ტკივილს აყენებს და განსაცდელში აგდებს მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.
სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ. ფსონები ძალიან მაღალია“, - წერს გუტერეში.
All the unlawful attacks in the Middle East and beyond are causing tremendous suffering and harm to civilians throughout the region – and pose a grave a risk to the global economy, particularly to the most vulnerable people.
— António Guterres (@antonioguterres) March 6, 2026
The situation could spiral beyond anyone’s control.…