Loading data...
გუტერეში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე: შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება - დიალოგის დროა

„ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება, დიალოგის დროა“, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა არღვევს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, წარმოებისა და სურსათის ბაზრებს და ახშობს გლობალურ ეკონომიკას.

„დიალოგის დროა, დროა ისეთი გადაწყვეტილებების, რომელიც კრიზისული სიტუაციიდან გამოგვიყვანს და ისეთი ზომების, რომელიც მშვიდობისკენ გზას გახსნის“, - წერს გუტერეში.