Loading data...
GTA VI-მა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და მის შემქმნელებს ერთ დღეში 3,79 მლრდ დოლარი მოუტანა

ვიდეოთამაშის, Grand Theft Auto-ს ახალმა ვერსიამ, GTA VI-მა ვიდეოთამაშების ისტორიაში გაყიდვების აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. თამაშის რელიზის შემდეგ მისი გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ დღეში 3,79 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კომპიუტერული თამაშის ახალი ვერსიის გაყიდვამ პირველ დღე-ღამეში მისი წინა ნაწილის გაყიდვის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გაასწრო. „ჩვენ ძალიან გაგვიხარდა თამაშს მოყვარულთა რეაქცია მთელ მსოფლიოში და გვსურს ეს მომენტი თქვენთან ერთად გავიზიაროთ“, - განაცხადა კომპანიის, Rockstar Games-ის პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა სემ ჰაუზერმა.

GTA - არის კრიმინალური მძაფრსიუჟეტიანი კომპიუტერული თამაში, სადაც მოთამაშე მართავს პერსონაჟს, რომელიც ასრულებს სხვადასხვა მისიას, დადის ავტომობილებით, მონაწილეობს ორმხრივ სროლებში და საშიშ სამყაროში კარიერას აწყობს. თამაშის სიუჟეტი გამოგონილ ქალაქში, ვაის-სიტიში ვითარდება, რომელიც ქალაქ მაიამის ანალოგია.