1767891798
უცხოეთი
გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერი: გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს
„გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს“, - განუცხადა გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერმა სააგენტო Reuters-ს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამჟამინდელ მთავრობას, რომ რეალურად აწარმოოს დიალოგი აშშ-ის მთავრობასთან დანიის გარეშე“, - განაცხადა პელე ბრობერგმა, „ნალერაქის“ (Naleraq) ლიდერმა, რომელიც გრენლანდიის უდიდესი ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებლობის მომხრე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალაა.
„ვინაიდან დანია, თავისი მედიაციით, უპირისპირდება როგორც გრენლანდიას, ასევე აშშ-ს“, - აღნიშნა მან.