Loading data...
გრენლანდია არ იყიდება - კუნძულელები დონალდ ტრამპს პასუხობენ

8 ივლისს, ნუუკში კაიაკინგის ტრადიციულ ჩემპიონატზე დამსწრე გრენლანდიელებმა უარყვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განახლებული მოწოდება, კუნძულზე აშშ-ს კონტროლის შესახებ და განაცხადეს, რომ მათი მომავალი თავად გრენლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ.

ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ტრამპი კუნძულის ბუნებრივ რესურსებზე იყო ორიენტირებული და არა მისი მოსახლეობის სურვილებზე.

„ის მხოლოდ საქონელსა და ნავთობზე ფიქრობს“, - აღნიშნავს კუნძულზე მცხოვრები პირი.

ცნობისთვის, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნატოს სამიტზე გამოსვლისას ტრამპმა კვლავ, მოითხოვა გრენლანდიაზე, ნახევრად ავტონომიურ დანიის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვება და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ტრამპის განცხადებებმა დანიისა და გრენლანდიის ლიდერების მხრიდან კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ კუნძულის მიტაცების შესახებ განმეორებითი მოწოდებები არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გრენლანდია არ იყიდება.