Loading data...
გრეჰემი: ჩემს მეგობრებს რუსეთში - პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობას ეძებს და არა კონფლიქტს, თუმცა, გთხოვთ, გაიგოთ, ის არც ობამაა, არც ბაიდენი და მასთან ხუმრობა არ შეიძლება

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მუქარას გამოეხმაურა და რუსები შესაძლო ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.

როგორც გრეჰემმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტისკენ მიმართული არ არის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, გადამწყვეტი ზომების მისაღებად მზადაა.

„ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობას ეძებს და არა კონფლიქტს. თუმცა, გთხოვთ, გაიგოთ, რომ ის არც ობამაა, არც ბაიდენი და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. თქვენ ზედმეტად ბევრს თამაშობთ“, - წერს გრეჰემი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან პოტენციური ბირთვული ომისთვის „სრულიად მზადაა“