Loading data...
გიდეონ საარი: ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, თუმცა გავაგრძელებთ, ვიდრე მისია არ დასრულდება, საჭიროა მოთმინება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ფაქტობრივად მოიგო ომი ირანთან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება დასრულდეს კონფლიქტი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კამპანია გაგრძელდება, ვიდრე მისი მიზნები არ იქნება მიღწეული.

პრესკონფერენციაზე საუბრისას საარმა აღნიშნა, რომ ისრაელი ცდილობს „ეგზისტენციალური საფრთხეების“ აღმოფხვრას და ეს გაგრძელდება, ვიდრე მიზნები მიღწეული არ იქნება.

„ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ეს ჩვენთვის და ჩვენი მეზობლებისთვის ნათელია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ, ვიდრე მისია არ დასრულდება. საჭიროა მოთმინება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა საარმა.