Loading data...
ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა - Al Araby

ისრაელის საჰაერო იერიშს ღაზაზე 2 ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა, - ამის შესახებ ტელეარხი Al Araby იტყობინება.

28 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ ცენტრზე საჰაერო დარტყმები დაიწყო. 

ღაზას სექტორის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ისრაელმა სულ მცირე სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასი“ გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას აჭიანურებს.