Loading data...
ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოითხოვდა ღაზაში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელისგან პალესტინის ანკლავში დახმარების მიწოდებაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას, ვეტო დაადო.

ტექსტი, რომელიც 15-წევრიანი საბჭოს ათი არჩეული წევრის მიერ იყო მომზადებული, ასევე, მოითხოვდა დაჯგუფება „ჰამასისგან“ ყველა დაკავებული ისრაელელი მძევლის დაუყოვნებლივ, ღირსეულ და უპირობო გათავისუფლებას.

რეზოლუციის პროექტს მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.

ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ისრაელისა და პალესტინის რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო.

ღაზის სექტორში ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა და 1 200 ადამიანი მოკლა, დაახლოებით 251 პირი კი, მძევლად აიყვანა. ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ღაზაში ომის სულ მცირე 64 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, ემსხვერპლა.