გერმანიის თავდაცვის მინისტრი პუტინზე: ამ იმპერიალისტ მშვიდობა არ სურს, მას მხოლოდ ძალის ენა ესმის

კრემლში ამ იმპერიალისტს არ სურს მოლაპარაკება, მას არ სურს მშვიდობა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია და ბოლოს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
„კრემლში მყოფ იმპერიალისტს [ვლადიმერ პუტინი] მოლაპარაკებები არ სურს, მას მშვიდობა არ სურს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის“, - აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.
პისტორიუსის თქმით, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად საომარ ველზე გადავიდა და 2026 წელს რუსული არმია „უკრაინის წინააღმდეგ ომამდელთან შედარებით, ორჯერ დიდი იქნება და ამ მხრივ, გერმანიამ და ნატომ „დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ“.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ძალის ენა ესმის.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე, გერმანიამ და ნატოს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.
„რუსეთი სრულად სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა. მომავალ წელს რუსეთის არმია იმაზე ორჯერ დიდი იქნება, ვიდრე უკრაინაში ომამდე იყო“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.