Loading data...
გერმანიის თავდაცვის კონცერნის, Rheinmetall-ის მშენებლობაზე ხანძარი გაჩნდა

გერმანიის თავდაცვის მრეწველობის კონცერნის, Rheinmetal-ის მშენებლობაზე კასელ-კალდენის აეროპორტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე სამშენებლო მანქანას გაუჩნდა. პოლიციის წინასწარი ვერსიით, მანქანებს ცეცხლი განზრახ გაუჩინეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სააგენტო dpa-ის ცნობით, ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ამჟამად ახალი სამრეწველო ზონა შენდება. Rheinmetall იქ ქვედანაყოფების განთავსებას აპირებს, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების ლოგისტიკით და ტრანსპორტირებით იქნებიან დაკავებულები.

როგორც Rheinmetall-მა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ს აცნობა, ხანძრის შედეგად დაზიანდა ტექნიკა, რომელიც მიწის სამუშაოებით იყო დაკავებული. ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.