გერმანიის საჰაერო სივრცეში წელს 536 საეჭვო დრონი იყო დაფიქსირებული

გერმანიის საჰაერო სივრცეში მიმდინარე წელს 536 საეჭვო დრონი იყო დაფიქსირებული. Deutche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პოლიცია ავრცელებს.
დრონები შემჩნეული იყო სამხედრო ობიექტების, ყაზარმების, თხევადი აირის ტერმინალების, თავდაცვის მრეწველობის საწარმოების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის თავზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საუბარია ჯაშუშობაზე და დივერსიების მოწყობისთვის მზადებაზე.
ყველაზე ხშირად უპილოტო საფრენი აპარატები სამხედრო ობიექტების, მათ შორის სამხედრო-საზღვაო ობიექტების თავზე იყო დაფიქსირებული. ასევე ისინი ხშირად ენერგეტიკულ ობიექტებთანაც დაფრინავდნენ.
ამ ეტაზე არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ დრონები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს ან სახელმწიფო ორგანოებს ეკუთვნის. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები ეჭვობენ, რომ ინციდენტებთან რუსეთი შეიძლება იყოს დაკავშირებული. საუბარია ძვირად ღირებულ დრონებზე, რომელთა შეძენა მაღაზიებში შეუძლებელია.