Loading data...
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობაზე: ვერაფერი გაამართლებს ანტისემიტურ ძალადობას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობას ეხმაურება. 

„ვერაფერი გაამართლებს ანტისემიტურ ძალადობას. შოკირებული ვარ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის საზარელი მკვლელობით“, - წერს იოჰან ვადეფული.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. დაკავებული პირი ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.