Loading data...
ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელის საელჩოს პრესსპიკერმა ტალ ნაიმ კოენმა განაცხადა.

„ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჩვენ დამნაშავეს სასამართლოს წინაშე წარვადგენთ“, - აღნიშნა ნოემმა.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსი პამელა სმიტი აცხადებს, რომ „ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ორივე მსხვერპლი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“.

ბრალდებული  დაკავებისას სკანდირებდა „თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება პალესტინას“. მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, ის  30 წლის ელიას როდრიგესია ჩიკაგოდან, ილინოისის შტატიდან.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორი პემ ბონდი და ვაშინგტონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანინ პირო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.