გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის წინადადება მიიღოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა რუსეთს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის წინადადება მიიღოს.
როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღება გამოაცხადა. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა საომარი მოქმედებების შეწყვეტის ფორმატთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ გადაწყვიტა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-6 მაისის ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის მზადყოფნას დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის და მოუწოდა რუსეთს, დაეთანხმოს ამ წინადადებას.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინა მზადაა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისთვის. ამიტომ, მოვუწოდებ რუსეთს, მიიღოს უკრაინის წინადადება და დღეს ღამე ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს“, - წერს ვადეფული X-ზე.
.@ZelenskyyUa hat einmal mehr unter Beweis gestellt, dass die Ukraine zu einem sofortigen Waffenstillstand und zu Verhandlungen bereit ist. Ich fordere Russland daher auf, den ukrainischen Vorschlag anzunehmen und die Waffenruhe bereits heute Nacht zu beginnen.
— Johann Wadephul (@AussenMinDE) May 5, 2026