Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი:მოსკოვი თეირანს პოტენციური სამიზნეების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება დარტყმების სამიზნეების იდენტიფიცირებაში - და ეს პუტინის გეგმის ნაწილია, რათა დასავლეთის ყურადღება უკრაინიდან გადაიტანოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა საფრანგეთში G7-ის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი თეირანს დარტყმების პოტენციური სამიზნეების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

ვადეფულმა, ასევე, აღნიშნა, რომ პირადად ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს - მან გაამჟღავნა ბერლინის პოზიცია საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სიტუაციის სტაბილიზაციაში მონაწილეობის მზადყოფნის შესახებ.

„პუტინს ცინიკურად აქვს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია ჩვენს ყურადღებას უკრაინაში ჩადენილი მისი დანაშაულებიდან გადაიტანს. ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, თუ რამდენად მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ეს ორი კონფლიქტი. რუსეთი აშკარად უჭერს მხარს ირანს“, - განაცხადა ვადეფულმა.