გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ურჩევს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ „პუტინი მშვიდობისკენ ისწრაფვის“, უკრაინის ბოლო დაბომბვის შედეგებს გადახედონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა მათ, ვინც რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკებების სურვილის სჯერა, ურჩია, რომ 4 ივლისის ღამეს უკრაინის ბოლო დაბომბვის შედეგებს გადახედონ.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ კიევს რუსეთი მრავალი საათის განმავლობაში ესხმოდა თავს.
„გერმანიაში ყველამ, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პუტინს მშვიდობა სურს, ყურადღებით უნდა დააკვირდეს ამ ფოტოებს. უკრაინას ჩვენი სრული მხარდაჭერა სჭირდება. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.
Stundenlang überziehen die russischen Angreifer letzte Nacht Kyjiw mit hunderten Raketen & Drohnen. Wer in Deutschland noch immer glaubt, Putin wolle Frieden, sollte sich diese Bilder gut anschauen. Die #Ukraine braucht unsere volle Unterstützung. Frieden kommt nur durch Stärke. https://t.co/lCDwaoeOGr
— Johann Wadephul (@AussenMinDE) July 4, 2025