Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანის ომი მალე დასრულდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის აზრით, ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომი მალე არ დასრულდება. 

ვადეფულის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS News-ს განუცხადა, რომ ომი „თითქმის დასრულებულია“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, როდესაც აშშ აგრძელებს ირანის სამხედრო შესაძლებლობების მიზანში ამოღებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი დასრულდეს იქამდე, ვიდრე თეირანი არ გამოავლენს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, ან მისი ძალები მნიშვნელოვნად არ შესუსტდება.

ვადეფულმა აღნიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა „ძალიან სწრაფად უნდა დაიკავონ პოზიციები, რათა ჩვენც შევძლოთ ამ მოლაპარაკებებში როლის შესრულება“.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში აღარ დგას.