1790403162
უცხოეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევას მიესალმება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მიწვევას და ეს ნაბიჯი დასავლელ ლიდერთა წრეში მის დაბრუნებად შეაფასა.
„ეს მოწვევა, რომლის გაგზავნაც სამიტის მასპინძელ ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ლაკმუსის ქაღალდი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის, რათა გამოჩნდეს, მზად არის, თუ არა ის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, „ასეთი შესაძლებლობებით სარგებლობა აუცილებელია“.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთის მთავრობას და პირადად პუტინს, საბოლოოდ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს სულ მცირე სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების აღმნიშვნელი იქნება, თუ პუტინი და რუსეთის მთავრობა გულწრფელად არიან დაინტერესებულნი ომის დასრულებით“, - განაცხადა ვადეფულმა.