1774364421
უცხოეთი
გერმანიის პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას აკრიტიკებს და „საერთაშორისო სამართლის დარღვევას“ უწოდებს
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა და მას „საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ უწოდა. შტაინმაიერის განცხადებას Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ციტირებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლის დროს პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ირანში მიმდინარე ოპერაციას „არასაჭირო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ამ ოპერაციის აუცილებლობის დასაბუთება არასაკმარისია.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკა აღარ იქნება სანდო, თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევებს დარღვევებად არ მოვიხსენიებთ. რადგან ეს ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა - ამაში ეჭვი არ ეპარება“, - დასძინა გერმანიის პრეზიდენტმა.