1767876132
უცხოეთი
გერმანიის პრეზიდენტი: აშშ მსოფლიო წესრიგს ანგრევს
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
გერმანიის პრეზიდენტმა მსოფლიოს მოუწოდა, არ დაუშვას მსოფლიო წესრიგის დაშლა.
„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, აშშ ღირებულებებს ანგრევს, რომლებმაც მსოფლიო წესრიგის შექმნას ხელი შეუწყო.
მსოფლიო ყაჩაღების თავშესაფარი არ უნდა გახდეს, სადაც ყველაზე უპრინციპოები იმას იღებენ, რაც სურთ და რეგიონებსა და ქვეყნებს დიდი ძალები თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
აღნიშნული განცხადებით გერმანიის პრეზიდენტი 3 იანვარს შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა.