Loading data...
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარს არ ერიდება

გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერის, შტეფენ გებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს არ ერიდება. გერმანიის მთავრობის სპიკერის განცხადებას NTV-ი ციტირებს. 

გებეშტრაიტის განცხადებით, შოლცს საჭიროდ მიაჩნია პუტინთან სატელეფონო საუბარი, თუკი ლიდერების საუბარი შესაფერის დროს შედგება. 

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა ჯერ ვერ ხედავს ოპტიმიზმის რაიმე განსაკუთრებულ მიზეზს, რადგან კრემლის ბოლო განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით „არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პუტინს ნამდვილად სურს კონსტრუქციულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შესვლა“.

„ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს”, - დასძინა მან.