1774643113
უცხოეთი
გერმანიის კანცლერს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანში აშშ-ისრაელის ქმედებები რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცი არ მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება.
მერცმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან აშშ და ისრაელი, მისი თქმით, „ყოველდღიურად უფრო ღრმად ეშვებიან ამ კონფლიქტში“.
კანცლერს ეჭვი ეპარება, რომ ვაშინგტონს აქვს ირანის წინააღმდეგ ომის კონკრეტული სტრატეგია.
მერცის თქმით, თუ აშშ-ის მიზანი აიათოლას რეჟიმის დამხობაა, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
„ეჭვი მეპარება, არსებობს თუ არა სტრატეგია და რეალურად წარმატებით განხორციელდება თუ არა ეს სტრატეგია. შესაბამისად, ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.