გერმანიის კანცლერი სირიის პრეზიდენტს ბერლინში უმასპინძლებს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორ კვირაში ბერლინში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მიიღებს. ამის შესახებ Euractiv-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ეს სირიის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება გერმანიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
ალ-შარაა უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, თუმცა გერმანიის კანცლერს ჯერ არ შეხვედრია.
ამასთან, ოქტომბრის ბოლოს დამასკოში ვიზიტის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ სირიელების სწრაფი დაბრუნება შეუძლებელია ქვეყანაში ნგრევის მასშტაბისა და მიმდინარე არასტაბილურობის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში დაახლოებით მილიონი სირიელი ცხოვრობს.
ბერლინში მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად ფინანსურ დახმარებას შეეხება.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ტერორისტების 2025 წელს ამოიღო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს არის მძლავრი პოლიტიკური სიგნალი, რომელიც „ახალ ეტაპზე სირიის გადასვლას ადასტურებს“.