გერმანიის კანცლერი: რუსეთი ჯერ არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის
რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების განწყობაზე არ არის. ამიტომ, აგრესორზე „ზეწოლა“ საჭიროა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მერცმა გაიხსენა, თუ როგორ ჩავიდა „ევროკავშირის პრემიერ-მინისტრი“ (იგულისხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი) მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მანდატის გარეშე და ვერაფერს მიაღწია. ერთი კვირის შემდეგ უკრაინამ რუსეთის ფედერაციის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავდასხმა განიცადა.
„ამიტომ, თუ საუბარს აზრი აქვს, ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ. თუმცა, როგორც ამერიკული მხრიდან ხედავთ, რუსეთი ჯერ არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - განმარტა კანცლერმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი „მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი, სულ მცირე, ეკონომიკურად და შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისითაც კი, ამოიწურება“. მისი აზრით, ეს მომენტი უკვე ახლოვდება.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს საშინელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი იმ დონემდე მივიყვანოთ, რომ ამ საშინელი ომისგან სარგებელი ვერ ნახოს“, - განაცხადა მერცმა.