გერმანიის კანცლერი: ევროპა მზადაა, უკრაინასთან, რუსეთთან და აშშ-სთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ევროპა მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს უკრაინასთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად“, რათა კრემლის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი დასრულდეს. გერმანიის მთავრობის მეთაურის განცხადებას DW ციტირებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შესაძლო მონაწილეობაზე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში, მერცმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შუამავლის დანიშვნა.
„თუმცა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჯერჯერობით რუსეთი ყველა სამშვიდობო ინიციატივას უფრო სასტიკი თავდასხმებით პასუხობს, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.