Loading data...
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის არ შეწყვეტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას, ლიდერებს შორის ირანში ომის გამო არსებული დაპირისპირების მიუხედავად.

„მე არ ვწყვეტ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე მუშაობას. არც დონალდ ტრამპთან მუშაობას ვწყვეტ“, - განუცხადა მერცმა საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ს.

ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.