1793306889
უცხოეთი
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ რეგენსბურგში საცხოვრებელ შენობაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება.
აფეთქება 28 ოქტომბრის დილას მოხდა და საცხოვრებელი შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.
მას შემდეგ, რაც 29 ოქტომბრის დილას ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ შენობის ჩამონგრევის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების სამუშაოები დაასრულა, მაშველებმა შენობაში შესვლა შეძლეს. მათ შემთხვევის ადგილზე ორი ცხედარი აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.