Loading data...
გერმანიაში ტყის ძლიერი ხანძრის გამო 500-მდე ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა

გერმანიაში, ტყის ძლიერი ხანძრის გამო ბროკენის მთიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ dpa იტყობინება.

ჰარცის ოლქის წარმომადგენლის თქმით, ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უფრო მეტად გართულდა ხანძრის ლოკალიზება. 

ტყის ხანძარი 6 სექტემბერს გაჩნდა. 

თავდაპირველად ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ხანძარი დაახლოებით 300 მეტრზე ვრცელდებოდა. 

ხანძრის ლოკალიზებისთვის ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაგზავნეს. 

„ადგილზე 150 მეხანძრე-მაშველის ძალისხმევის მიუხედავად ხანძრის ლიკვიდირება ჯერ ვერ მოხერხდა“, - წერს უცხოური მედია.