Loading data...
გერმანიაში სტუდენტები სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გაიფიცნენ

„გერმანიაში მოსწავლეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის სავარაუდო აღდგენას აპროტესტებენ - ქვეყნის მასშტაბით სკოლებში გაიფიცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორგანიზაციის „სკოლების გაფიცვა სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბელა ბრაიტნერმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა „სერიოზულად განიხილავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ეტაპობრივად დაბრუნებას“.

„სწორედ ამიტომ ვარ დღეს ქუჩაში. ამიტომ ვართ განწყობილი სერიოზულად, რომ გავიფიცოთ მანამ, სანამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხი დღის წესრიგიდან არ ამოვა. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ჰამბურგში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა გამოფინეს ბანერები წარწერით: „ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას თქვენს ომებში“.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტად გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. იანვარში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურს ითვალისწინებს. მისი მიზანია ჯარში მოხალისეების მოზიდვა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდა.