გერმანიაში საკრუიზო ლაინერი ორ სატვირთო გემს შეეჯახა
გერმანიის ბრემერჰაფენის პორტიდან გასვლის შემდეგ საკრუიზო ლაინერი Mein Schiff ორ კონტეინერმზიდს შეეჯახა. ამის გამო კრუიზი გაუქმდა, ხოლო ლაინერი სარემონტოდ გააგზავნეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ლაინერის და კონტეინერმზიდების შეჯახების მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. საკრუიზო გემის ბორტზე 2428 ტურისტი და ეკიპაჟის 922 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრემენის პოლიციის ცნობით, მცირე ზომის სატვირთო გემი უმნიშვნელოდ დაზიანდა, ხოლო უფრო დიდი გემის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.
დიდი კონტეინერმზიდის მარცხენა ბორტზე დაახლოებით 10 მეტრის ზომის ნახვრეტი გაჩნდა. დაზიანება ვატერხაზის ზევით იყო, ამიტომ არც ერთ გემში წყალი არ შესულა.
რაც შეეხება ტურისტულ ლაინერს, იქ სამაშველო ნავები და მათი ამწეები, ასევე კორპუსი დაზიანდა. გემების უსაფრთხოების სამსახურმა სამივე ხომალდს ზღვაში გასვლა აუკრძალა.