1787665115
უცხოეთი
გერმანიაში რკინიგზის გვერდით დენის კაბელები გადაჭრეს
დაუდგენელმა პირებმა გერმანიის ბადენ-ვურტემბერგის რეგიონში სარკინიგზო ლიანდაგის გვერდით დენის კაბელები გადაჭრეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, საუბარია ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანებაზე. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ინციდენტის, როგორც შესაძლო დივერსიის შემოწმება, დაიწყო. არსებობს მეორე აზრიც, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაბელები სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანდა.
პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედებმა რკინიგზის მახლობლად მდებარე შახტში შეაღწიეს და ინსტრუმენტების გამოყენებით რამდენიმე კაბელი გადაჭრეს. ამან მატარებლების მოძრაობაში, ინტერნეტის მუშაობაში და ქალაქ ბანინგში სატელეფონო კავშირის შეფერხებები გამოიწვია.