1757922400
უცხოეთი
გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა ორი ადამიანი

გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
ინციდენტი გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში მოხდა.
პოლიციის ცნობით, ულტრამსუბუქი თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად 15 სექტემბრის ღამეს გახდა ცნობილი. ის 14 სექტემბრის საღამოს ტრირის ჩრდილოეთით მდებარე ბიტბურგის აეროდრომზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა რადართან კავშირი დაკარგა.
დილით პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები და ორი დაღუპული მგზავრი ვლიესემის მახლობლად მდებარე მინდორში იპოვეს, ასაფრენი ბილიკიდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე.
პოლიციის ცნობით, დაშავებულთა ვინაობა და ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.