1753645759
უცხოეთი
გერმანიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.
მატარებელში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა და ის ზიგმარინგენი-ულმის მიმართულებით მოძრაობდა.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და მაშველები იმყოფებიან.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ „ დამწუხრებულია მსხვერპლის გამო. მან, ასევე, თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულების ოჯახების წევრებს.