გერმანიაში ისლამიზმთან ბრძოლის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის გამკაცრების 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა 25 ივლისს, ბერლინის ცენტრში Christopher Street Day-ზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გერმანიის შს მინისტრის, ალექსანდრე დობრინდტის და იუსტიციის მინისტრის შტეფანი ჰუბიგის ინიციატივით, დანაშაულების ჩამონათვალის გაფართოება იგეგმება, რაც პროპაგანდისტული მასალების გავრცელებას უკავშირდება. ასევე გაჩნდება მუხლი ტერორიზმისთვის შემოწირულებების შეგროვებისთვის.
ასევე მთავრობა დაავალდებულებს ადამიანებს, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ, რომ ელექტრონული სამაჯურები ატარონ. ასევე უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული ამ პირთა პრევენციული დაკავება. ამისთვის ფედერალურ და რეგიონულ დონეზე ეფექტიანი სტანდარტები იქნება შემუშავებული.
სხეულის დაზიანება, რომლის დროსაც საშიში ნივთები, მაგ, დანები იქნება გამოყენებული, მძიმე დანაშაულების კატეგორიას მიეკუთვნება და სულ მცირე ერთწლიანი პატიმრობით დაისჯება.
ზომათა პაკეტი ითვალისწინებს რადიკალიზაციის პროფილაქტიკას. ციფრულ პლატფორმებს ექსტრემისტულ კონტენტზე პასუხს მოსთხოვენ. მოხდება საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და მუსულმანურ საზოგადოებებში სოციალური პროფილაქტიკა განხორციელდება.