1747156700
უცხოეთი
გერმანიაში დაჯგუფება „გერმანიის სამეფოს“ ლიდერი დააკავეს

გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „გერმანიის სამეფოს“ დამფუძნებელი და ლიდერი დააკავეს.
გარდა დამფუძნებლისა, დაკავებულია დაჯგუფების კიდევ 3 წევრი.
დაჯგუფების დამფუძნებელმა პეტერ ფიტცეკმა „გერმანიის სამეფო“ 2012 წელს დააარსა.
13 მაისს, შინაგან საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ „გერმანიის სამეფო“ აკრძალა. ე.წ. რაიხსბიურგერების ამ დაჯგუფების ინფორმაციით, „გერმანიის სამეფოს“ 6000-მდე წევრი ჰყავს.
გერმანიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ქვეყანაში 20 ათასამდე „რაიხსბიურგერია“.
ინფორმაციისთვის, „გერმანიის სამეფო“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც სახელმწიფოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.