Loading data...
გერმანიაში ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში, ერკელენცის მახლობლად, მინდორში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Welt-ი ავრცელებს. 

ჰაინსბერგის რაიონის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 14 სექტემბრის დილას მომხდარ ინციდენტს ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა. ეკიპაჟისა და ავარიის გარემოებების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ცნობით, Cessna-ს თვითმფრინავი სოფელ ერკელენც-გერდერატის მახლობლად, მინდორში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:20 საათზე ჩამოვარდა. ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.