1769780596
უცხოეთი
გერმანიაში 3 მლნ-ზე მეტი უმუშევარია რეგისტრირებული
მიმდინარე წლის იანვარში გერმანიაში 3,085 მლნ უმუშევარია რეგისტრირებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 12 წლის განმავლობაში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
2025 წლის დეკემბერთან შედარებით გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 177 ათასით გაიზარდა. ამჟამად ის 6,6%-ს შეადგენს. ეს უმაღლესი მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ.
იანვარში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა, ტრადიციულად, იზრდება, რადგანაც წლის ბოლოს დროებითი შრომითი ხელშეკრულებების ვადა იწურება, ხოლო ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, დასაქმება მცირდება, რადგანაც ეს სფეროები ამინდზეა დამოკიდებული.