Loading data...
გერმანიაში 19 წლის უკრაინელი გოგო მოკლეს

გერმანიის ქალაქ მანჰეიმის მახლობლად, ტყეში, 19 წლის უკრაინელი გოგოს ცხედარი იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ამის შესახებ news.mail.ru იუწყება.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. ეს 17 წლის სირიელი მიგრანტია, რომელიც ახლოს ცხოვრობდა. გამოძიების ცნობით, ახალგაზრდებს 1 წლის განმავლობაში რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდა. მკვლელობა, სავარაუდოდ, კონფლიქტის შემდეგ მოხდა.

დაღუპულის დედა ჰყვება, რომ მის შვილს ბიჭთან დაშორება სურდა, რადგანაც ის ბოლო დროს საკმაოდ უხეშად ექცეოდა. გოგო დახმარებისთვის პოლიციაში მისვლასაც გეგმავდა, მაგრამ ვერ მოასწრო.

ეს გერმანიაში უკრაინელის მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ბერლინის ერთ-ერთ პარკში 40 წლის უკრაინელი ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც, ასევე, ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.