Loading data...
გერმანია ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული - მთავრობის პრესსპიკერი

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის შტეფან კორნელიუსის განცხადებით, ბერლინი 28 თებერვლის დილით წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე აშშ-ისრაელის სამხედრო დარტყმების შესახებ.

მან დასძინა, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობა ევროპელ მოკავშირეებთან კონტაქტზეა.

„მთავრობა ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა კორნელიუსმა.

მან მოუწოდა ირანში, ისრაელსა და რეგიონში მყოფ გერმანიის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ გერმანიის ELEFAND-ის კრიზისების პრევენციის სიაში, რომელიც აფიქსირებს საკონტაქტო მონაცემებს ინფორმაციისა და მხარდაჭერის მიწოდებისთვის.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა რეგიონში მყოფ გერმანიის მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებთან დაკავშირებით.